Monday, March 8, 2010

ტიციან ტაბიძეს

ტიციან, არა!
მე ხომ გთხოვე, რომ ეს ლექსი არ დაგეწერა?
ხარ მეოცნებე, გენიოსი, ხარ ბედისწერა.

"მე არ ვწერ ლექსებს"...
როგორ გთხოვე, რომ ეს ლექსი არ დაგეწერა.
გადამასწარი, არ მაცალე მე დამეწერა....

ვასიკო კეჟერაძეს

და ჩამოივლის, ჩემო ვასო, ის იისფერი,
დაბერებული, ერთ დროს თურმე, კიდეც საცოლე,
და გამოყვება, კაცი სიტყვა მაგრად "გავძეხი",
და ჩვენ ვიდგებით, როგორც მაშინ, "მაშასადამე"

ციკლიდან "მამიჰლაპინატაპაი"

შენა ხარ ჯინა, მერილინი, შენა ხარ ავა, 
სინაის მთაზე ხელმეორრედ, ნეტა რა ავა?
 

ციკლიდან "შავი იუმორი"

შენ გაგიგია ოშკი, ტაო, ზარზმა და ბანა,
მაგრამ არ იცი, თუ სადაა კოპაკაბანა

ხოდა, მიყვარდა ეს ყველაფერი...

ხოდა, მიყვარდა ეს ყველაფერი,
როგორც ტიციანს ყველა ზე ფერი,
და როგორც დეგას ლურჯით ნაფერი,
ბალერინების გადანაფერი...